/News

განაცხადების მიღება დაიწყო - She’s Next, Empowered by Visa დაბრუნდა საქართველოში ბიზნეს იდეების კონკურსით ქალებისთვის

05/12/2023

Visa-მ, ბიზნეს ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან პარტნიორობით, დაიწყო ბიზნეს იდეების კონკურსი ქალებისთვის She’s Next, Empowered by Visa-ს ფარგლებში.

წელს, She’s Next ინიციატივის მე-4 ტალღა ხორციელდება საქართველოში, ბიზნეს იდეების კონკურსის ფორმატში. კონკურსის 10 რჩეული მონაწილე გაივლის პრაქტიკულ და თეორიულ მასტერკლასებს, რომელთაგანაც საუკეთესო ბიზნეს იდეის მქონე 3 ქალი გამოვლინდება და თითოეული მათგანი მიიღებს 10,000 ლარის ოდენობის პრიზს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქართველ სრულწლოვან ქალს, ვისაც აქვს ბიზნეს იდეა და მისი განხორციელება სურს. 

კონკურსის მიზანი საქართველოში ქალი მეწარმეების გაძლიერება და მათი ხელშეწყობაა, სხვადასხვა რესურსის, მათ შორის დაფინანსების შესაძლებლობის შეთავაზების გზით.  

კონკურსის პირობები და ეტაპები:

- განაცხადების მიღებ და დამუშავებ- საწყის ეტაპზე, დამოუკიდებელი ჟიური, თითოეული შემოტანილი განაცხადის, შესაბამისობას განიხილავს, კონკურსის კრიტერიუმებთან და პირობებთან. შემდეგ კი შეარჩევს ყველაზე პერსპექტიული და საინტერესო ბიზნეს იდეების მქონე  ტოპ 10 ქალ მონაწილეს, რომლებიც უფასო საკონსულტაციო სესიებს გაივლიან

- საკონსულტაციო სესიები - შერჩეული ტოპ 10 ქალი აპლიკანტი მონაწილეობას მიიღებს 5-დღიან საკონსულტაციო სესიებში, რომლებსაც სხვადასხვა დარგის ექსპერტები და სპეციალისტები გაუძღვებიან ბრენდინგის, ციფრული ტექნოლოგიების, საბანკო პროდუქტების, გაყიდვების, მარკეტინგის, კომუნიკაციისა და ინვესტიციების სფეროებიდან. კონკურსის ამ ეტაპზე, მონაწილეები იმუშავებენ თავიანთ ბიზნეს იდეებზე, რათა ისინი აქციონ ბიზნეს გეგმად და შექმნან ეფექტური პრეზენტაცია პოტენციური ინვესტორების მოსაზიდად.

- კონკურსის დღე და დაჯილდოების ცერემონია - საგანმანათლებლო სესიების შემდეგ, ტოპ 10 მონაწილე ქალი თავიანთ ბიზნეს იდეებს წარადგენენ 5 პროფესიონალისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე, 3 წუთის განმავლობაში. პრეზენტაციების შემდეგ, ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულ ქალს და თითოეული მათგანი პრიზის სახით მიიღებს 10,000 ლარს და უფასო მენტორულ სესიებს.

- ბიზნეს მენტორული სესია სამი გამარჯვებულისთვის - პროექტის საბოლოო ეტაპზე, 3 გამარჯვებული ქალი, ბიზნესის წარმატებით დასაწყებად, გაივლის მენტორულ სესიას.

დაინტერესებული კანდიდატები ყურადღებით უნდა გაეცნონ კონკურსის წესებსა და პირობებს და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ბმულზე 2023 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით.

კონკურსში მიიღება მხოლოდ ერთი განაცხადის ფორმა და ბიზნეს იდეა თითო განმცხადებელზე.

 

Visa- შესახებ

Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე Visa.com.ge  

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: USAID არის მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო. საქართველოსთან პარტნიორობის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, USAID-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ტრანსფორმაციას განვითარებად დემოკრატიად, რომელიც სულ უფრო მეტად არის ინტეგრირებული დასავლურ პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ ინსტიტუტებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ: 5-წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ.  პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ. https://www.facebook.com/EconSecProgram.

“ქალები მომავლისთვის“ შესახებ

ბიზნესფედერაცია  "ქალები მომავლისთვის“ მისიაა, გააძლიეროს ქალების როლი ეკონომიკური განვითარების პროცესში, რასაც ახორციელებს ქალ ბიზნესლიდერთა ავტორიზებული ქსელის ჩამოყალიბებისა და მის წევრებს შორის აქტიური თანამშრომლობის  გზით. ფედერაცია მხარს უჭერს მცირე და საშუალო კომპანიებისა და სტარტაპების განვითარებას, აკავშირებს ქალ ბიზნესლიდერებს მათი ინტერესების შესაბამისად და ეხმარება ადგილობრივ, საერთაშორისო ბიზნეს ღონისძიებებში მონაწილეობაში. “ქალები მომავლისთვის” ქმნის მრავალმხრივ, ეფექტიან გაერთიანებას, რომელშიც შედიან წარმატებული ქალი ბიზნესლიდერები, ანტრეპრენერები, მაღალი რგოლის მენეჯერები და კომპანიები, რომლებსაც ფედერაცია აქტიურად აკავშირებს კერძო, საჯარო და საერთაშორისო წარმომადგენლობით ორგანოებთან. https://w4t.ge/