/News

ბიზნეს იდეების კონკურსი ქალი მეწარმეებისთვის საქართველოში

05/12/2023

1.  პროექტის მიზანი და მონაწილეობის მიღების წესები

1.1. პროექტის “ბიზნეს იდეების კონკურსი ქალი მეწარმეებისთვის საქართველოში” ორგანიზატორია NOBLET Media CIS (კვიპროსის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომპანია „Noblet Media Limited, საიდენტიფიკაციო ნომრით: HE 173925 (შემდგომში - „ორგანიზატორი“).

1.2. პროექტის “ბიზნეს იდეების კონკურსი ქალი მეწარმეებისთვის საქართველოში” პარტნიორია ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომპანია, საიდენტიფიკაციო ნომრით: [ს/კ 405068787] (შემდგომში - „პარტნიორი“) და მხარდამჭერია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა.

1.3.ბიზნეს იდეების კონკურსი  ქალი მეწარმეებისთვის საქართველოში ხორციელდება კომპანია Visa-ს (International Service Association) მხარდაჭერით, ადგილმდებარეობა: 900 METRO CENTER BLVD FOSTER CITY, 94404, აშშ. (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ვიზა”).

1.4. ბიზნეს იდეების კონკურსი საქართველოში წარმოადგენს, საჯარო კონკურსს, რომლის განხორციელების წესები და პირობებიც განსაზღვრულია ორგანიზატორსა და პარტნიორს შორის არსებული შეთანხმებით, რაც შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან.

1.5. აღნიშნული კონკურსი ხორციელდება, She’s Next, Empowered by Visa კამპანიის, მეოთხე ტალღის ფარგლებში.

1.6.She’s Next, Empowered by Visa ინიციატივის, მეოთხე ტალღის ფარგლებში, მსოფლიო გადახდების ლიდერი  Visa, ბიზნესფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან პარტნიორობით აგრძელებს ქალი მეწარმეების გაძლიერებას საქართველოში. კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს სრულწლოვანი ასაკის, ბიზნესიდეის მქონე ქალი, რომელსაც სურს ამ იდეის განხორციელება. განმცხადებელი პირი (ფიზიკურ ან/და იურიდიული) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა იყოს სრულწლოვანი, საქართველოს მოქალაქე.  

1.7. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, მიმდინარე წლის 17 დეკემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა მონაწილეობის მისაღებად, მისამართზე:

https://forms.gle/ybCTW9TeLXNGj18h6

ონლაინ სააპლიკაციო ფორმა ასევე  გამოქვეყნდება Visa-ს, ბიზნესფედერაციის „ქალები მომავლისთვის“, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ოფიციალურ საკომუნიკაციო არხებში.

შენიშვნა: პროექტში მონაწილეობისთვის რეგისტრირდება მხოლოდ 1 ბიზნესიდეა და 1 პირი, რომელიც გათვალისწინებულია 1.6. პუნქტის მიხედვით.

2. პროექტის ეტაპები და მისი განხორციელების წესები

2.1. პროექტის პირველ ეტაპს წარმოადგენს 1.6. პუნქტით განსაზღვრული ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსებისა და მიღების პროცესი, რომელიც დაიწყება მ.წ. 6 დეკემბერს, დასრულდება 17 დეკემბერს, შევსება შეუძლიათ 1.6 პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტებს.

შენიშვნა: ჟიური შედგება 5 წევრისგან, მასში შედიან ბრენდინგის, ციფრული ტექნოლოგიების, საბანკო პროდუქტების,  ინვესტირების, კომუნიკაციების,  გაყიდვების, მარკეტინგის სპეციალისტები. ჟიურის არ ჰყავს თავმჯდომარე, მას აკომპლექტებს პროექტის ორგანიზატორი მხარე. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ფარული კენჭისყრის საფუძველზე. ჟიურის წევრების ვინაობა კონფიდენციალურია და ცნობილი გახდება 2.6. (იხ. ქვემოთ)  პუნქტის მიხედვით.

კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ჟიურის წევრების რაოდენობა არა უგვიანეს 2.2. პუნქტში მოცემული თარიღების მიხედვით.

2.2. მიღებული აპლიკაციების შერჩევის ეტაპი დაიწყება მ.წ. 2023 წლის 18 დეკემბერს და დასრულდება 26 დეკემბერს. ეტაპი მოიცავს მიღებული აპლიკაციების განხილვასა და გადარჩევას.  ჟიურის წევრები შეარჩევენ 10 (ათი) ქალ აპლიკანტს.  შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს მიღებული სააპლიკაციო ფორმითა და ამავე სააპლიკაციო ფორმით მოთხოვნილი თანდართული დოკუმენტების საფუძველზე. ჟიური მოქმედებს საკუთარი დისკრეციის ფარგლებში და არ არის ვალდებული მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც რომელიმე მონაწილეს შეუქმნის უპირატეს მდგომარეობას.

2.3. თითოეული მონაწილის შერჩევის შემთხვევაში ჟიური გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. შერჩევის კრიტერიუმები იხილეთ ქვემოთ:

შერჩევის კრიტერიუმები:

კანდიდატის შერჩევა უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:

1. ნათელი და თანმიმდევრული ნარატივი. კანდიდატს უნდა ჰქონდეს თავისი ბიზნესიდეის მკაფიო ხედვა, რომელიც ჟიურის წევრების მიერ შეფასდება ბიზნეს პერსპექტიულად.

2. ინოვაციური პროდუქტი. ბიზნესიდეა უნდა მოიცავდეს ახალ ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ პროდუქტს, რომელიც არ გულისხმობს სხვა პირის მიერ შემუშავებული ან წარმოებული ინოვაციური პროდუქტის მხოლოდ ესთეტიკურ ცვლილებას;

3. ხედვა. აპლიკანტმა ბიზნესიდეის წარმოდგენისას უნდა უზრუნველყოს:

3.1. მის მიერ შეთავაზებული პროდუქტის უპირატესობის წარმოჩენა;
3.2. სარეალიზაციო ბაზრის და გაყიდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია - სად განხორციელდება პროდუქტის რეალიზაცია, ვინ იქნება სამიზნე აუდიტორია, ვინ იქნებიან კონკურენტები;

4. ხარჯების სტრუქტურა და შემოსავლის ნაკადები. კანდიდატს ბიზნესიდეის წარმოდგენისას განსაზღვრული უნდა ჰქონდეს 6 თვიანი/1 წლიანი ბიუჯეტი - ხარჯების სტრუქტურა და შემოსავლების ნაკადები:

4.1. თუ რაში და რა ვადაში დახარჯავს სამომავლოდ პროექტიდან მიღებულ თანხას (ფიქსირებული და ცვლადი ხარჯები);
4.2. რესურსები საიდანაც გეგმავს შემოსავლების მიღებას პროდუქტის გაყიდვიდან ან მომსახურების გაწევიდან;

5. სოციალური პასუხისმგებლობა. სასურველია ბიზნესიდეა მოიცავდეს სოციალური პასუხისმგებლობის კომპონენტს.

6.გაციფრულება. ბიზნესიდეის ერთ-ერთი კომპონენტი უნდა მოიცავდეს, გაციფრულების ნაწილს;
შენიშვნა: თითოეული კრიტერიუმი შეფასდება:  5 ქულით ( სადაც 5 - ძალიან კარგია, 0 - ძალიან ცუდი)
- ქულა 0 (ძალიან ცუდია) - წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ პასუხობს კრიტერიუმს ან ვერ შეფასდება  არასრული ინფორმაციის გამო.
- ქულა 1 (ცუდი) - წარმოდგენილი ინფორმაცია ზოგადად მიემართება კრიტერიუმს და ახლავს გარკვეული სისუსტეები;
- ქულა 2 (სამართლიანი) - წარმოდგენილი ინფორმაცია პასუხობს  კრიტერიუმს, მაგრამ არასრულია;
- ქულა 3 (კარგი) - წარმოდგენილი ინფორმაცია შესაბამისობაშია კრიტერიუმთან, მაგრამ გარკვეული ნაწილი არასრულია;
- ქულა 4 (ძალიან კარგი) - წარმოდგენილი ინფორმაცია მთლიანად შესაბამისობაშია კრიტერიუმთან, მაგრამ შეინიშნება ხარვეზები;
- ქულა 5 (შესანიშნავია) - წარმოდგენილი წინადადება სრულიად შეესაბამება კრიტერიუმს.

2.4.  პროექტის შემდგომი ეტაპი დაიწყება 2024 წლის 11  იანვარს და დასრულდება არაუგვიანეს 22 იანვარს რაც მოიცავს შემდეგს: შერჩეული 10 მეწარმე ქალი, Visa-ს, ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პარტნიორობით, მონაწილეობას მიიღებენ 5 დღიან ინტენსიურ ტრენინგში, სადაც საშუალება ექნებათ მიიღონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული რეკომენდაციები როგორ აქციონ ბიზნეს იდეა - ბიზნეს გეგმად და  ეფექტურ პრეზენტაციად პოტენციურ ინვესტორებთან უმოკლეს დროში წარსადგენად.  საუკეთესო 10 ბიზნესიდან, ჟიურის გადაწყვეტილებით შეირჩევა 3 გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ ფულად ჯილდოებს და მენტორინგის სესიებს ბიზნეს იდეის განხორციელებისთვის, კერძოდ:

• თითოეული გამარჯვებული (სამი,) მიიღებს 10 000 ლარის (ათი ათასი ლარი) ოდენობით ფულად პრიზს
•  თითოეული საპრიზო ადგილზე გასული მონაწილე გაივლის ბიზნეს მენტორინგის სესიას, რომელსაც ჩაატარებს ბიზნეს ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“

2.5.კონკურსში შერჩეულ 10 ქალი კონკურსანტის შესახებ ინფორმაცია განთავსდება როგორც Visa-ს,  პარტნიორის საკომუნიკაციო არხებში.  ასევე ეცნობებათ  აპლიკაციაში  წარმოდგენილ ელექტრონულ მისამართზე.
2.6. ტრენინგის გავლის შემდეგ, შერჩეული 10 (ათი) კანდიდატი წარადგენს თავისი ბიზნესიდეის პრეზენტაციას (Visa Elevator Pitch-ის ფორმატში, 3 წუთის განმავლობაში) ჟიურის წინაშე, ფიზიკურ შეხვედრაზე, საპრეზენტაციო ფორმატში. მათგან ჟიური, პრეზენტაციებისა და ამავე პუნქტში, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩევს 3 (სამი) გამარჯვებულს.

შერჩევის კრიტერიუმები პრეზენტაციის დღეს:

1. პრეზენტაციის პროცესში, თითოეული მონაწილის გამოსვლა შეფასდება საკონსულტაციო სესიებზე მიღებული ცოდნის დონით;
2.  3 წუთი პერიოდში  წარდგენილი საკუთარი ბიზნეს იდეის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემით;
3. ბიზნესიდეის  შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს ჩამოყალიბებული გარკვევით, მკაფიოდ და  2.3. პუნქტში ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან შესაბამისობაში.
4. კონკურსში შერჩეული 3 კანდიდატის შესახებ ინფორმაცია განთავსდება პარტნიორის საკომუნიკაციო ქსელებში, ასევე ეცნობებათ  აპლიკაციაში  წარმოდგენილ ელექტრონულ მისამართზე.
5. თითოეულ მონაწილეს პრეზენტაციის წარსადგენად  მიეცემა მაქსიმუმ 3 წუთი ხოლო კითხვა-პასუხისთვის 5 -7 წუთი.

2.7. ინფორმაცია გამარჯვებულების შესახებ განთავსდება როგორც Visa-ს, ისე პარტნიორის საკომუნიკაციო არხებში. პრეზენტაციებისა და ტრენინგების  ფორმატი: ფიზიკური შეხვედრა
დროისა და დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას მონაწილეები მიიღებენ წინასწარ, სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.