/News

ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” კანადის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

10/02/2025

11 თებერვალს ბიზნესფედერაციამ კანადის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

კანადის საელჩო თურქეთშია ბაზირებული, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები კი თბილისს სამუშაო ვიზიტით სტუმრობდნენ.

საელჩოს წარმომადგენლები დაინტერესდნენ, როგორ აისახება საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ბიზნესსა და ეკონომიკაზე, ზოგადად რა გამოწვევებს აწდებიან ქალი ბიზნესმენები საქართველოში და როგორია მათი ჩართულობა კერძო სექტორში.

მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.