/სიახლეები

“ქალები მომავლისთვის” წევრებმა ზემო აჭარაში მეწარმე ქალებს ტრენინგები ჩაუტარეს

11/09/2024

ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტს შეუერთდა, რომლის ფარგლებშიც ზემო აჭარაში მცხოვრებ მეწარმე ქალებს ტრენინგები ჩაუტარდათ.

შეხვედრა 7 სექტემბერს ქედაში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი მეწარმე ქალები ესწრებოდნენ. ლექციები ძირითადად ელექტონული კომერციის შესაძლებლობებსა და მცირე წარმოების განვითარების პერსპექტივებს ეხებოდა.

ტრენინგებს უძღვებოდნენ „ქალები მომავლისთვის“ ბორდის წევრი თამარ ყაჭაშვილი, რომელიც კომპანია Caucasus Genetics-ის დამფუძნებელია, ასევე ბიზნესფედერაციის წევრი, რუსუდან ანდღულაძე, TechproDC-ის ბიზნესის განვითარების დირექტორი საქართველოში.

Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი შექმნილია პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშიას“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.