მაია ჩიხლაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. პროფესიით ექიმი პედიატრია. არის მედიცინის დოქტორი.
1994 წელს დაიწყო მუშაობა მე-2 სამედიცინო სასწავლებელში დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. პარალელურად, ასწავლიდა პედიატრიას. შემდგომში, პარტნიორთან ერთად, დააფუძნა საკუთარი სამედიცინო კოლეჯი.
2007 წლიდან თანადამფუძნებელი და დირექტორის მოადგილეა საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეაში".
საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეას“ მისიაა, მოამზადოს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, ჯანდაცვის მიმართულების პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციური, კომპენტენტური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები.
მაიას კარიერული წინსვლა, პირველ რიგში, განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მისი განათლება და სამუშაო პრაქტიკა მთლიანად სამედიცინო სფეროს გარშემო ტრიალებს. თვლის, რომ შრომისმოყვარეობა, მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა და დაბრკოლებების/ გამოწვევების მიმართ არარეზისტენტულობა წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია. სფერო, სადაც მოღვაწეობს, მუდმივად ცვალებადი და განვითარებადია. მისმა ჩართულობამ პროფესიული განათლების ეროვნულ საბჭოში, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობამ და სხვა მრავალმა გარემოებამ დროთა განმავლობაში განაპირობა საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეას“ წარმატება და ბაზარზე ლიდერობა.
საკმაოდ დიდი შრომის შედეგად აქვს საკუთარი ბიზნესი, რომელის დიდ ენერგიას მოითხოვს, მაგრამ სანაცვლოდ ყოველდღიურად პოზიტიური ძალით მუხტავს.
პარალელურად, არის მრავალი ასოციაციისა თუ საბჭოს წევრი, კერძოდ: კერძო კოლეჯების ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე პრეზიდენტი, პროფესიული განათლების ეროვნული საბჭოს წევრი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ბორდის წევრი, საექთნო საქმის განვითარების ეროვნული საბჭოს წევრი.
სამომავლოდ, საკუთარი თავი ისევ განათლების სფეროში წარმოუდგენია და გეგმავს ბიზნესის განვითარებას უცხოელი პარტნიორების დახმარებით.