მარიამ ქოიავა SavvY - ის მმართველი პარტნიორი და Maisi-ის
დამფუძნებელია. SavvY დინამიური კომპანიაა, რომელიც ქმნის განსაკუთრებულ გამოცდილებას საკონსულტაციო სერვისების მეშვეობით. SavvY თავაზობს კომპანიებს პერსონალიზებულ, პრაქტიკულ მიდგომას, რათა დაეხმაროს მათ რთულ ბიზნეს გამოწვევებთან გამკლავებაში. SavvY-ში აღიარებენ, რომ თითოეული კლიენტი უნიკალურია და მათი მომსახურება მომხმარებლის სპეციფიკურ საჭიროებებზეა მორგებული. SavvY ამაყობს ნდობაზე, მთლიანობაზე და თანამშრომლობაზე აგებული ძლიერი და გრძელვადიანი ურთიერთობებით.
SavvY მომხმარებელს თავაზობს საკონსულტაციო მომსახურებას ინვესტიციების მენეჯმენტიდან ეკოსისტემის განვითარებამდე. მათი ძირითადი მიმართულებები შემდეგია: კვლევა და დაგეგმვა, დაფინანსება, ინვესტიციების მართვა, ფინანსური მენეჯმენტი, ეკოსისტემის განვითარება, ექსპორტის საკონსულტაციო მომსახურება.
მარიამს აქვს 14-წლიანი გამოცდილება საკონსულტაციო მომსახურების, აუდიტისა და
ტრენერობის მიმართულებით. ის არის ACCA-ის წევრი.
SavvY-ის დაარსებამდე მუშაობდა უფროს აუდიტორად KPMG-ში და რისკების
მენეჯერად თიბისი ბანკში, ყველაზე მსხვილ კომერციულ ბანკში საქართველოში.
მარიამი გახლავთ ADB, EBRD, World Bank-ისა და სხვა საერთაშორისო
ორგანიზაციების ტრენერი ფინანსების მიმართულებით.
მარიამი ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს ფინანსებში,
იგი ასევე ჰარვარდის ბიზნეს სკოლის HBX CORe პროგრამის
კურსდამთავრებულია.