“ქალები მომავლისთვის” Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტს უერთდება
ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” ქალი მეწარმეების მხარდაჭერასა და გაძლიერებას აგრძელებს და Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტთან თანამშრომლობას იწყებს.
პროექტი მიზნად ისახავს, მიკრო და მცირე მეწარმეებში ფინანსური განათლების ამაღლებას, მთავარი სამიზნე აუდიტორია კი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი და მაღალმთიანი აჭარა), სადაც ენობრივი ბარიერებისა და კულტურული თავისებურებების გამო, ფინანსურ განათლებაზე წვდომა ხშირად შეზღუდულია.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ერთობლივი ტრენინგი მაღალმთიან აჭარაში, ქედაში, 7 სექტემბერს ჩატარდება. Mastercard-ის ბიზნეს მენეჯმენტის და ფინანსების მოდული მეწარმე ქალების უნიკალურ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებზე ფოკუსირდება. მთავარი თემა მეწარმე ქალთა გაძლიერება და ელექტრონული კომერციის შესაძლებლობები იქნება. ლექციებს გაუძღვებიან „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, „კავკასიის გენეტიკის“ დამფუძნებელი თამარ ყაჭაშვილი, ასევე ბიზნესფედერაციის წევრი და ტექნოლოგიური კომპანია “TechproDC-ის” ბიზნესის განვითარების დირექტორი საქართველოში რუსუდან ანდღულაძე.
მოდული ჩატარდება 7 სექტემბერს, ქედაში, შატო მილისში. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 სექტემბერი, 23:59. დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის, მიჰყევით ბმულს. დასწრება შეუძლიათ აჭარაში მცხოვრებ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს (MSMEs), სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, მომავალ ანტრეპრენერებს და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს.
პროექტის მონაწილეები გაეცნობიან ისეთ თემებს, როგორებიცაა:
· გაძლიერება მეწარმეობის გზით: შესავალ ნაწილში განხილული იქნება ქალთა ლიდერობის მნიშვნელობა ბიზნესში და ქმედითუნარიანი სტრატეგიები წარმატებული ბიზნესის დასაწყებად.
· ელექტრონული კომერციის შესაძლებლობები ქალებისთვის: ეს სესია მოიცავს ონლაინ მაღაზიის შექმნისთვის აუცილებელ საკითხებს, მათ შორის პროდუქტის შერჩევას, ფასწარმოქმნას და ტრანსპორტირების ლოჯისტიკას.
· ფინანსური მენეჯმენტი ონლაინ ბიზნესისთვის: ფინანსური ცოდნა გადამწყვეტია ნებისმიერი მეწარმისთვის, განსაკუთრებით ელექტრონულ კომერციაში. ეს სესია ფოკუსირებული იქნება ონლაინ ბიზნესის მართვის კონკრეტულ გამოწვევებზე.
· მარკეტინგი და ბრენდინგი ციფრულ ეპოქაში: ამ ლექციაზე მონაწილეები შეისწავლიან როგორ გაუზიარონ საზოგადოებას ბრენდის დამაჯერებელი ამბავი, მოახდინონ პროდუქტებისა თუ სერვისების ოპტიმიზაცია და გამოიყენონ ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტები.
· ინოვაცია და გამძლეობა ბიზნესში: მეწარმეობა არის გამოწვევებით სავსე მოგზაურობა, განსაკუთრებით კი, სწრაფად ცვალებად ბაზარზე. ეს სესია ფოკუსირებული იქნება ბიზნესში ინოვაციისა და ადაპტაციის მნიშვნელობაზე. დამსწრეები მიიღებენ პრაქტიკული რჩევებსა და ინფორმაციას იმ გამოყენებადი ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც მათ სამეწარმეო წარმატებაში დაეხმარებათ.
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი მიმდინარეობს USAID-ის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური მხარდაჭერით.