ტრენინგების სერია “ქალები სამეთვალყურეო საბჭოში” დაიწყო
ტრენინგების სერია “ქალები სამეთვალყურეო საბჭოში” დაიწყო. ღონისძიება მეწარმე და მენეჯერი ქალებისთვის არის განკუთვნილი.
სამი დღის განმავლობაში მათ მიეწოდებათ ინფორმაცია კორპორაციული მმართველობის პრინციპების შესახებ, ასევე, როგორია თანამედროვე ტენდენციები, რომლებიც ხელს უწყობს ქალების მეტ ჩართულობას სამეთვალყურეო საბჭოების საქმიანობასა და აღმასრულებელ პოზიციებზე.
35-მდე მეწარმე და მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულ ქალს ტრენინგი დღეს სომხური არასამთავრობო ორგანიზაციის “კორპორატიული მმართველობის ცენტრის” (CGC) წარმომადგენლებმა ჩაუტარეს.
კორპორაციული მმართველობის ცენტრის დირექტორმა ნარინე მელიქიანმა ვრცლად ისაუბრა კორპორატიული მმართველობის არსისა და თანამედროვე ტენდენციების, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის მოტივისა და ძირითადი ფუნქციების შესახებ.
ტრენინგი ორგანიზაციის ფინანსების კონსულტანტმა ელენა ხაჩვანკიანმა განაგრძო, რომელმაც კორპორატიული სტრტატეგიის საკითხები გაშალა.
ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მომდევნო ორი დღის განმავლობაში სომეხ პარტნიორებთან ერთად, მონაწილეებს ტრენინგებს ჩაუტარებენ “ქალები მომავლისთვის” წევრები.
პროგრამა “ქალები სამეთვალყურეო საბჭოში” ფედერაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”(CIPE) პარტნიორობით უკვე მეორე წელია ხორციელდება.