წევრები
ია თაბაგარი
LIVING ROOTS
თანადამფუძნებელი, მმართველი დირექტორი

1997 წელს იამ, სხვა ენთუზიასტებთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ტურიზმის განვითარებას. ტურ-ოპერატორული საქმიანობის გარდა, მონაწილეობდა ტურიზმის კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებულ მრავალ პროექტში მსოფლიო ბანკთან, USAD-თან და ევროკავშირთან თანამშრომლობით. 

მისი უშუალო ინიციატივით და ხელმძღვანელობით შეიქმნა არა ერთი ტურისტული პროდუქტი, მოგზაურობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი და სიუჯეტი, რომელთაგან გამოირჩევა Travel Channel-ის, BBC-ს ადა Discovery Channel-თვის გადაღებული ფილმები საქართველოს კულტურის, ქართული სამზარეულოს, ღვინის დაყენების ტრადიციების, ეთნოგრაფიული ყოფისა და ბუნების ამსახველი კადრებით.

გარდა ამისა, ია თაბაგარი მრავალი პუბლიკაციის, სალექციო კურსისა და ტურიზმის სასწავლო პროგრამის ავტორია. 

2007 წლიდან ია თაბაგარი საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავჯდომარეა.  ამავდროულად, იგი  2 კომპანიის თანადამფუძნებელია, რომელთაგან ერთი ღვინის ტურიზმისა და ღონისძიებების მართვის კომპანიაა, ხოლო მეორე ფილმების წარმოების კომპანია. 

პარტნიორებთან ერთად, ია ფლობს აგრო-ტურისტულ ობიექტს კახეთში. 

2014 წელს, ოთხ წარმატებულ ბიზნესლიდერთან ქალთან ერთად, მან საფუძველი ჩაუყარა ახალ იდეას „საქმიანი ქალები ხვალინდელი დღისთვის“, რის შედეგადაც შეიქმნა ახალი გაერთიანება „women for tomorrow”. 

ია თაბაგარი  აქტიურად მონაწილეობს საცხენოსნო, სამთო და სათხილამურო ექსპედიციებში. ასევე იკვლევს უცნობ ადგილებს და გეგმავს სცენარებს ახალი ფილმებისთვის მოგზაურობაზე.