წევრები
თამარ რაზმაძე
Letterato
დამფუძნებელი, დირექტორი

თამარ რაზმაძე ბიზნესფედერაცია "ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ამის პარალელურად ის აქტიურად არის ჩართული სხვა ტიპის საქმიანობებშიც: ის აკადემია „ლეტერატოს“ მფლობელი და დირექტორია. 2017 წლიდან “ლეტერატო“ ეხმარება მოზარდებს ცოდნის გაღრმავებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

თამარს აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე კერძო და საჯარო ინსტიტუტებში. არის საერთაშორისო კონსულტანტი და აქვს აფრიკისა და ევროპის რეგიონში საკონსულტაციო მომსახურების გამოცდილება.

თამარ რაზმაძე ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს, არის სტენფორდის ლიდერობის აკადემიის კურსდამთავრებული. იგი მთავარი  მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობდა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციებში ჟენევაში, ბანკოკში, ვაშინგტონში, ნიუ იორკში და სხვა.

თამარის გამოცდილება მრავალმხრივია: სხვადასხვა დროს ის იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის სამსახურის უფროსი, ასევე „Deloitte“-ს მიერ განხორციელებული USAID-ის პროექტის ბიზნეს-უნარებისა და ცოდნის გავრცელების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა; წარმატებული კარიერა ჰქონდა ერთერთ წამყვან მიკროსაფინანსო ბანკში, სადაც მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორის პოსტზე მუშაობდა და პასუხისმგებელი იყო კომუნიკაციებზე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში (IFC).

თამარ რაზმაძე აქტიურია აკადემიური მიმართულებითაც: მას სწავლების მრავალწლიანი პრაქტიკა აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროპის მენეჯმენტის სკოლასა (ESM) და თავისუფალ უნივერსიტეტში. არის 100-ზე მეტი სტატიის ავტორი.