წევრები
ანა ცხადაძე
Avon
ადგილობივი წარმომადგენლობის დირექტორი

ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრი, შპს ეივონ კოსმეტიკს საქართველოს ადგილობივი წარმომადგენლობის დირექტორი. 

ანას პირველი სამსახური კომპანია ეივონია, სადაც მისვლის დღიდან მუდმივად ვითარდება და ამ ეტაპზე უკვე მე-5 პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია რომ ანას დანიშვნამდე კომპანიას ლოკალურად რეგიონიდან მოვლენილი ექსპერტები მართავდნენ, კომპანიაში მუშაობის 15+ წლიანი გამომცდილებით. ანას ლიდერული თვისებებისა და ღირებულებების დამსახურებით, ბიზნესის ფუნდამენტური ცოდნისა და გასულ პოზიციებე ეფექტური მართვის გამოცდილების გამო, ის პირველი ქართველი დირექტორი გახდა კომპანიაში.

მის მიერ ეივონში განვლილი გზა კი ასე გამოიყურება, თავდაპირველად იგი გაყიდვების ჯუფის კოორდინატორი გახლდათ, შემდეგ უფროსი ბიზნეს ტრენერი (Sr business Trainer), რის შემდგომაც მომხმარელებთა მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელი გახდა, ამას მოჰყვა გაყიდვების დირექტორობა და დღეს იგი უკვე ეივონ კოსმეტიკს საქართველოს ადგილობივი წარმომადგენლობის დირექტორია.