გლობალური ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფ „ეისითი“- ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.
2015 წელს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა საქართველოში პირველი ქოუჩინგის კომპანია "გროუინი."
ბიზნეს საქმიანობის პარალელურად, თინათინ რუხაძე 2006 წლიდან მიკროსაფინანსო კომპანია "ლაზიკა კაპიტალის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, ხოლო 2013-2014 წლებში გახდა კომპანიის საბჭოს თავმჯდომარე.
თინათინ რუხაძე პროფესიონალი მენეჯერია, 20 წლიანი გამოცდილებით. იგი ფსიქოლოგი და ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩია.
იგი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ზოგად ფსიქოლოგიაში.
იგი რამდენიმე წარმატებული პროგრამის ავტორია პიროვნული განვითარების, მოტივაციისა და ლიდერობის სფეროში.
გარდა ამისა, წლების განმავლობაში მან გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.
2007 წლიდან დღემდე აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თავისუფალ უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნეს სკოლში, საერთაშორისო ბიზნესის სკოლაში (ISB), საქართველოს უნივერსიტეტში (Georgian University) და CAC (Caucasus Academic Center).