წევრები
ლალი ბადრიძე
ID Institute
თანადამფუძნებელი

ქალებმა უნდა მისცენ საკუთარ თავს უფლება, გააკეთონ ის, რაც სურთ.  იცხოვრონ საკუთარი თავისთვის და არა სხვებისთვის - ამბობს ფსიქოლოგიისა და ქოუჩინგის ტრენინგ ცენტრის ID Institute-ის(International Development Institute) თანადამფუძნებელი ლალი ბადრიძე. ამის მიღმა მას არაერთი რეგალიე აქვს: საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი, Coaching UP.University-სა და სასწავლო ცენტრ “ჰელიქსის” თანადამფუძნებელი; “ქალთა კლუბის” დამაარსებელი და უნივერსიტეტის ლექტორი; ფსიქოთერაპევტი და დედა. 

ფსიქოთერაპიის გზა 45 წლის ასაკში აირჩია. მიხვდა, რომ ეს იყო ის, რისი კეთებაც სურდა. მიატოვა ყველაფერი და ფსიქოლოგიის სწავლა დაიწყო, მოგვიანებით ქოუჩინგის შესწავლა გადაწყვიტა და Erickson Coaching International-ის უნივერსიტეტი დაამთავრა. 

ამის შემდეგ თანამოაზრეებთან ერთად რამდენიმე სასწავლო ცენტრი და საერთაშორისო უნივერესიტეტის Coaching UP University-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა გახსნა. რაც ტრენინგ ცენტრს ID Institute, ის ბაზარზე უკვე 8 წელია წარმატებულად ოპერირებს. სასწავლო ცენტრის გახსნას ლალი ბადრიძე პარტნიორებთან ერთად ნიუ-იორკშიც აპირებს.

ლალი ბადრიძემ ფსიქოტერაპიამდეც საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი გზა განვლო. პირველადი განათლება თსუ-ში მიიღო, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. 90-იანებშიც და მომდევნო წლებშიც, არაერთი ბიზნესი სცადა. 

“ბოლოს მოვედი იქ, სადაც მინდოდა რომ ვყოფილყავი”,- ამბობს ის.

ახლიდან დაწყება რომ შეეძლოს, 17 წლის ასაკში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებას არ აირჩევდა, ფიქრობს, რომ ბევრი წელი დაკარგა საკუთარი თავის ძიებაში. მეორე მხრივ, ეს გზა რომ არ გაევლო, არ იქნებოდა ის, რაც დღეს არის. ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ირჩევენ კარიერას, ურჩევს, მეტად რისკიანები და თავისუფლები იყვნენ. 

“გადადგით ნაბიჯი და შეგეშალოთ. ჩვენ ყველანი შეცდომებზე ვსწავლობთ”.