წევრები
ნინო ჯიბლაძე
Gulf
ვიცე პრეზიდენტი

ნინო ჯიბლაძე ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. მას მენეჯერობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს: 2011 წლიდან საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი ნავთობკომპანია „გალფის“ ვიცეპრეზიდენტია, ამავე კომპანიაში მარკეტინგის დეპარტამენტსაც ხელმძღვანელობს.

გარდა „გალფისა“ ნინო პრემიუმ კლასის ავეჯის სახლის „ინტერიორისმოს” ერთ-ერთი მფლობელი და დამფუძნებელია.

მას ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს, რომელიც მოიცავს როგორც ორგანიზაციებსა და კერძო ბიზნესს, ასევე საჯარო სექტორს.

სხვადასხვა დროს ნინო მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საქართველოს ლატარიის კომპანიაში, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და ეროვნულ ბანკში. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში და არის ბევრი პუბლიკაციის ავტორი.

ნინოს განათლება მიღებული აქვს როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე ის არის აშშ-ის Long Island, Hofstra University-ის საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და საერთაშორისო ჟურნალისტიკის მაგისტრი.